Featured

კომიქსების ინდუსტრია – პოპულარიზაციის პრობლემა

კომიქსები ზოგადად არის ერთგვარი გრაფიკული ნოველები, რომლებიც გადმოგვცემენ ისტორიას როგორც სიტყვების ისე ვიზუალის დახმარებით. კომქისების პოპულარიზაცია მარტივად მოხერხდა შეერთებულ შტატებში და ევროპის უმეტესობაში, მაგრამ საქართველოში ამასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
დავიწყოს იმის განხილვით თუ რა არის კომიქსების ინდუსტრია. ეს არის ორი გიგანტის Marvel და DC კომიქსების გაერთიანება, რომლესაც თან მოჰყვება არც ისე ნაკლებად პოპულარული კომპანია Dark Horse.

საქართველოს ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ, მაინც არსებობს რამდენიმე გარღვევა. რამდენიმე არა საკმაოდ ბევრი გარღვევა. საქართველოს ბაზარზე კომიქსების ერთი მომწოდებელი არ არსებობს. იყო რამოდენიმე სტარტაპი და მათ თავი ვერ მოაბეს მარტივად, რომ ვთქვათ.

გულწრფელად რომ ვთქვათ ეს გასაკვირიც არ არის. ადამიანს თუ ბიზნესის წამოწყება სურს გადახედავს ბაზარს და რამე ისეთ წამოიწყებს რაც მათ მოგებას მოუტანს. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ თბილისში საშუალოს 40000 ადამიანია ვინც კომიქსებს კითხულობს ზოგადად შეიძლება ეს რიცხვები სახარბიელოდ არ მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ აქ შეცდება.
მიუხედავდ იმისა, რომ სამიზნე სეგმენტი ისეთი დიდი არაა, როგორიც ე.წ. ბიზნესმენებს სურთ, მათ შეუძლიათ წარმატებულები იყვნენ. პირველ რიგში თუ კომქისების მკითხველები დაინტერესდებიან შენი პროდუქციით და შეიძენენ მათ, ის ლოგიკურად გავრცელდება მათ სამეგობროსა და სანათესაოში აქედან გამომდინარე უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და სამიზნე სეგმენტიც ნელ-ნელა გაიზრდება.

ბაზარზე ახალი პროდუქციის შემეტანა ბევრისთვის საშიშია, მაგრამ თუ ამას სწორად განვახორციელებთ ის უფრო მომგებიანი იქნება ვიდრე კიდეც ერთი გაზიანი სასმლის შემოტანა.

წარმატებისთვის აუცილებელია რისკზე წასვლა, პროდუქტის ცოდნა (მომხმარებელს ვერ მიყიდი ისეთ რაღაცას რაზეც შენც ძალიან ცოტა იცი), კარგი ბიზნეს გეგმა და სოციალური მედიის გამართვა.

საქართველოს ბაზარი გვაძლევს საშუალებას ახალი პროდუქცია შემოვიტანოთ და რატომ უნდა შევუშინდეთ მას? ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლით დააინტერესო ადამიანები განსაკუთრებით მაშინ თუ საწყისი სამიზნე სეგმენტი უკვე გყავს.

Design a site like this with WordPress.com
Get started